ავღანეთში არმიის მოსამზადებელ ცენტრს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს
ავღანეთში არმიის მოსამზადებელ ცენტრს შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. შემთხვევა ადგილობრივი დროით, 10:15 საათზე მოხდა.
ორსაათიანი დაპირისპირების შედეგად უსაფრთხოების ძალებმა ორი თავდამსხმელის ლიკვიდაცია შეძლეს. ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა არსებობს თვითმხილველების ცნობები. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
ქაბულის საწვრთნელ ცენტრზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხშაბათს 48 ადამიანი დაიღუპა, 67 კი, დაშავდა.