ავღანეთის პროვინცია ჰერათში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ორივე დაღუპული მცირეწლოვანია.
თვითმხილველთა განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლეტით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.