ავღანეთში, აფეთქების შედეგად ორი მცირეწლოვანი დაიღუპა
ავღანეთის პროვინცია ჰერათში აფეთქების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა. ორივე დაღუპული მცირეწლოვანია.
თვითმხილველთა განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლეტით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.