ავღანეთში აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა
ავღანეთში აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა

ავღანეთში აფეთქების შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, აფეთქება ბაგრამის ბაზასთან მოხდა. აფეთქდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა სამი ამერიკელი სამხედრო. პენტაგონის ინფორმაციით, ისინი ევაკუირებულები არიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო. თალიბების განცხადებით, აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა, რომელმაც ბაგრამში ნატო-ს ბაზასთან დანაღმული მანქანა ააფეთქა.