ავღანეთის ქალაქ ჰერათში აფეთქება მოხდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია კიდევ 24 პირი.
სამართალდამცველების განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ხელნაკეთი იყო. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.
კვირას აფეთქება მოხდა ქაბულშიც. თავდასხმის სამიზნეს ტელეკომპანია „კურშიდის“ თანამშრომლები წარმოადგენდნენ.
ინციდენტს ავტობუსის მძღოლი და შემთხვევითი გამვლელი ემსხვერპლა, 25-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.