ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კამდეშის ოლქში მსხვერპლი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სოფელ მირდდეშს მიაყენა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ძლიერმა წვიმამ სოფელი მთლიანად გაანადგურა და ტერიტორიას ამჟამად „თალიბანი“ აკონტროლებს. სტიქიის შედეგად 50-ზე მეტი სახლი დაინგრა.