ავღანეთის პროვინცია ჰერათში თავდასხმას ნატო-ს სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ჰერათში თავდასხმას ნატო-ს ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, დაშავდა ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეებს ცეცხლი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა გაუხსნა.
უცნობია გარდაცვლილი სამხედროს ეროვნება.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „თალიბანმა“ აიღო.