ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი რადიკალურ მოძრაობა „თალიბანს“ ოფისის გახსნას სთავაზობს.
სააგენტო „როიტერ“-ის ინფორმაციით, ღანი მზადაა, თალიბებს ოფისი ქაბულის, ნანგარხარის ან ყანდაღარის პროვინციებში გაუხსნას.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს, „თალიბანის“ წევრებმა ოფიციალური ოფისის ხელმისაწვდომობა, ასევე სანქციების მოხსნა, თალიბების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმება, დაკავებული თალიბების გათავისუფლება და პროპაგანდის შეწყვეტა მოითხოვეს.
რადიკალური მოძრაობის წევრებსა და ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ყატარში მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი 25 თებერვალს არის დაგეგმილი.