ავღანეთის ერთ-ერთ პროვინციაში აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის პროვინცია ნანგარჰარში აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.
თვითმკვლელმა ტერორისტმა ჯალალაბადის საკონტროლო-გამშვებ პუნტთან აიფეთქა თავი.
დაღუპულთა შორის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი, ხოლო ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.