ავღანეთის ჰერათის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა
ავღანეთის ჰერათის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის პროვინცია ჰერათში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, ობეს რაიონში დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვი, ერთი ქალი და ხუთი მამაკაცია. კიდევ 12 ადამიანი ადრასქანში დაიღუპა.

სტიქიამ ათობით ჰექტარი ტერიტორია დატბორა.

წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ირანშიც, სადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ინფორმაციას წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცია ავრცელებს. გადაუღებელმა წვიმამ ქვეყნის 50-მდე დასახლებას პრობლემები შეუქმნა.