ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 18-ს აღწევს.
გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სპორტულ დარბაზში, ჭიდაობაში მიმდინარე შეჯიბრის დროს აიფეთქა თავი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.