ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

18:43, 05.09.2018

ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი 18-ს აღწევს.

გავრცელებული ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სპორტულ დარბაზში, ჭიდაობაში მიმდინარე შეჯიბრის დროს აიფეთქა თავი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

მსგავსი