ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ჩრდილოეთ პროვინცია ბადგისის გუბერნატორის, ჰუსამუდიმ შამსის განცხადებით, შემთხვევის დროს სამი ბავშვი დაიღუპა.
მიკროავტობუსი ქალაქ ყალა-ე-ნაუში მიეგმზავრებოდა.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.