ავღანეთის ჩრდილოეთში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

13:48, 06.06.2021

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, საავტომობილო გზაზე დამონტაჟებულ ნაღმზე მიკროავტობუსი აფეთქდა, რასაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

ჩრდილოეთ პროვინცია ბადგისის გუბერნატორის, ჰუსამუდიმ შამსის განცხადებით, შემთხვევის დროს სამი ბავშვი დაიღუპა.

მიკროავტობუსი ქალაქ ყალა-ე-ნაუში მიეგმზავრებოდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

მსგავსი