სამივე დამნაშავე დაკავებულია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით ძებნის ღონისძიება წარმატებით დასრულდა.
„მადლობა ჩემს მეგობარს, შინაგან საქმეთა ღირსეულ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს დიდი მხარდაჭერისთვის. მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებმაც პოლიციასთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიება მაღალი პროფესიონალიზმით განახორციელეს და დაიცვეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. მადლობა ყველას, ვინც წარმატება გვისურვა.
დამნაშავეებს მიესჯებათ შესაბამისი სასჯელი. ეს არასრული 24-საათიანი ისტორია გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სამართალდამცავი სისტემის წინააღმდეგ უკანონო ნაბიჯების გადადგმას გაიფიქრებს“, – წერს რატი ბრეგაძე.
„ავერსის“ კლინიკიდან სამი პატიმარი გუშინ გაიქცა.