AusOpen 2018 - კაცების ტურნირს ორი განთესილი გამოეთიშა
AusOpen 2018 - კაცების ტურნირს ორი განთესილი გამოეთიშა

ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირზე ჯერჯერობით რვა მატჩი დასრულდა და აქაც მოხდა რამდენიმე მოულოდნელობა. მაგალითად, ტურნირს ჩამოშორდა ორი განთესილი.

აშშ-ის ღიას შარშანდელი ფინალისტი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი (მე-12 ჩოგანი) ზუსტად ოთხი საათის განმავლობაში ებრძოდა ბრიტანელ კაილ ედმუნდს (49-ე ნომერი), ორჯერ სეტებში იყო დაწინაურებული, მაგრამ მაინც დამარცხდა – 7:6(4), 3:6, 6:3, 3:6, 4:6.

მისი ბედი გაიზიარა კიდევ ერთმა გამოცდილმა მოთამაშემ, ამერიკელმა ჯონ ისნერმა, რომელსაც მე-16 განთესვის ნომერი ჰქონდა. მას ვერ უშველა 24-მა ეისმა ავსტრალიელი მეტიუ ებდენის წინააღმდეგ. მასპინძელს ბრეიკპოინტების 100-პროცენტიანი რეალიზაცია ჰქონდა – ოთხიდან ოთხი და ამის ხარჯზე შეძლო მოგება.

უკვე დასრულებული მატჩების შედეგები ასეთია:
დოლგოპოლოვი (უკრ)-ჰაიდერ მაურერი (ავსტრია) 7:6(3), 6:3, 6:4
ებდენი (ავსტრა)-ისნერი (აშშ, 16) 6:4, 3:6, 6:3, 6:3
კარენო ბუსტა (ესპ, 10)-კუბლერი (ავსტრა) 7:5, 4:6, 7:5, 6:1
მიულერი (ლუქ, 23)-დელბონისი (არგ) 7:5, 6:4, 6:3
კუევასი (ურუ, 31)-იუჟნი (რუს) 7:6(7), 6:3, 7:5
ჰარისონი (აშშ)-სელა (ისრ) 6:3, 5:7, 3:6, 7:5, 6:2
ედმუნდი (ბრიტ)-ანდერსონი (ს. აფრ, 11) 6:7(4), 6:3, 3:6, 6:3, 6:4
ისტომინი (უზბ)-ერბერი (საფ) 6:2, 6:1, 5:7, 7:6(3)