აუდიტის სამსახური - დმანისის მუნიციპალიტეტმა ხარვეზებით შესრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე 890 ათასი ლარი დახარჯა
აუდიტის სამსახური - დმანისის მუნიციპალიტეტმა ხარვეზებით შესრულებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე 890 ათასი ლარი დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დმანისის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შესწავლის შედეგად, მუნიციპალიტეტში ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები გამოვლინდა.

როგორც ანგარიშში წერია, 890 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტები ხარვეზებით არის შესრულებული.

„ინფრასტრუქტურული პროექტების შესყიდვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების შედეგად, სამი ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებულ 890.3 ათასი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე აღინიშნება ხარვეზები და მათი მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია. ქონების განკარგვის პროცესში არსებული ხარვეზების გამო, მუნიციპალიტეტმა ვერ მიიღო საიჯარო შემოსავალი და საურავი 195.5 ათასი ლარის ოდენობით“, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.