აუდიტი - 2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის 103-მა თანამშრომელმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაარღვია
2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის 103 თანამშრომელის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი დაირღვა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიში 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.
როგორც აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, იკრძალება პარალელურად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა მაუწყებელში.
„2015-2016 წლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის 103 თანამშრომლის მიერ დარღვეულია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომლითაც მათ ეკრძალებოდათ პარალელურად ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება სხვა მაუწყებელში“, – ნათქვამია ანგარიშში, რომელიც 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე დასრულებულ საანგარიშო პერიოდს მოიცავს.