„აუდის“ აღმასრულებელი დირექტორი თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დააკავეს
გერმანიის ხელისუფლებამ კომპანია Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი, რუპერტ სტადლერი დააკავა. გერმანიის პროკურატურა გამოძიებას გამონაბოლქვის კონტროლის მანიპულაციაზე ატარებს.
მიუნხენის პროკურატურამ სტადლერის ბინის ჩხრეკაც ჩაატარა. გამოძიება Audi-ს აღმასრულებელ დირექტორს თაღლითობისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით ედავება.
გამონაბოლქვის სკანდალში კომპანია Audi-ც გაეხვა, რომელიც ძირითადად, კომპანია Volkswagen-ს უკავშირდება.
პროკურატურამ გამოძიება გასულ კვირას გააფართოვა. Audi კომპანია Volkswagen-ის ჯგუფის საკუთრებაა.