„ბაიერნი“ „აუდისთან“ ახალი კონტრაქტით 600 მილიონს მიიღებს
„ბაიერნი“ „აუდისთან“ ახალი კონტრაქტით 600 მილიონს მიიღებს

„ბაიერნმა“ და გერმანულმა ავტოკონცერნმა „აუდიმ“ გაახანგრძლივეს თანამშრომლობა, – იტყობინება მიუნხენური კლუბის პრესსამსახური. ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ბოლომდე იქნება ძალაში.

როგორც გაზეთი „ბილდი“ წერს, „ბაიერნი“ წელიწადში 60 მილიონ ევროს მიიღებს, ჯამში კი გერმანიის ჩემპიონს 600 მილიონი ერგება. აქამდე, კლუბი „აუდისგან“ წელიწადში 40 მილიონ ევროს იღებდა. მხარეები უკვე 17 წელია, რაც თანამშრომლობენ.

„ძალიან მოხარული ვარ „აუდისთან“ ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებით. „ბაიერნისთვის“ ეს ხელშეკრულება მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია მომავალში. ეს სერიოზული გარიგებაა, რომელიც დივიდენდებს მოუტანს ორივე მხარეს“, – განაცხადა „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ.