ათწლიანი პაუზის შემდეგ, მაკედონიასა და საბერძნეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება
ათწლიანი პაუზის შემდეგ, მაკედონიასა და საბერძნეთს შორის პირდაპირი ავიარეისები შესრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
სკოპიესა და ათენს შორის 2003-2007 შორის პირდაპირი საჰაერო კავშირი არსებობდა, თუმცა ავიამიმოსვლა მას შემდეგ შეწყდა, რაც მაკედონიის კონსერვატიულმა მთავრობამ სკოპიეს აეროპორტს ალექსანდრე მაკედონელის სახელი დაარქვა, რამაც ათენის უკმაყოფილება გამოიწვია.
ქვეყნებს შორის მაკედონიის სახელწოდების შეცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკამ დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტის სახელწოდებაც შეცვალა და მას „სკოპიე“ ეწოდა.
სკოპიეს აეროპორტის ოპერატორის ინფორმაციით, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი სკოპიეში რეისების შესრულებას 6 ნოემბრიდან დაუწყებს. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება.