ატრაქციონების პარკ „ციცინათელაში” დღეს სეზონი გაიხსნა. პარკში არსებული ატრაქციონები ყველა ასაკის ბავშვისთვისაა გათვლილი. ზაფხულის სეზონზე „ციცინათელას” დაახლოებით 300 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. პარკი სოციალურად დაუცველ პატარებსა და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს დღეს უფასოდ ემსახურება.
დღესვე სეზონი შეკვეთილში, მინიატურების პარკშიც გაიხსნა, რომელშიც საქართველოს კულტურულ-არქიტექტურული ძეგლების მინიატურებია წარმოდგენილი. სეზონის გახსნა პარკში დღეს ფოლკლორული ანსამბლების მიერ მოწყობილი კონცერტით აღინიშნა.
,,დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ და ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს. მიმაჩნია, რომ ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება ხომ ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.