ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ სააგენტოს გენერალური დირექტორი მომავალ კვირას კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავა
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ მისი გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი მომავალ კვირას კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ჩავა და ადგილზე არსებულ სიტუაციას შეაფასებს. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, რუსულმა მხარემ მას აცნობა, რომ კურსკის ბირთვული ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ნაპოვნია დრონის ნამტვრევები.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა.