ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი აცხადებს, რომ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული ინციდენტის საფრთხე არსებობს.
როგორც მან ელექტროსადგურის მონახულების შემდეგ აღნიშნა, ვითარება სერიოზულია.
„გაჩნდა ბირთვული ინციდენტის საფრთხე“, – განუცხადა გროსიმ ჟურნალისტებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ამჟამად ელექტროსადგური ფუნქციონირებს, ის მყიფე მდგომარეობაშია, რადგან არ აქვს დამცავი კედელი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმა სცადა.