მადრიდის “ატლეტიკომ” 2018 წლის პირველ დღეს ორი ახალწვეული წარადგინა – ფორვარდი დიეგო კოშტა და ნახევარმცველი ვიტოლო, – წერს კლუბის პრესსამსახური.
“ატლეტიკომ” ვიტოლოს შეძენაზე შეთანხმებას ჯერ კიდევ ზაფხულში მიაღწია, დიეგო კოშტას გადაბირებაზე – შემოდგომაზე, მაგრამ იანვრამდე აკრძალული ჰქონდა ახალი ფეხბურთელების დამატება.
ვიტოლო იჯარის წესით თამაშობდა “ლას პალმასში“, კოშტა კი “ჩელსის” მწვრთნელს ანტონიო კონტეს აღარ სჭირდებოდა და ასე აღმოჩნდა თავის ყოფილ კლუბში. დიეგოს უკვე 3 იანვარს შეეძლება “ატლეტიკოს” რიგებში თამაში – ესპანეთის თასის მერვედფინალში “ლეიდას” წინააღმდეგ.