ათენში უცნობმა პირებმა „სიენენის“ ჟურნალისტის მანქანა დაწვეს. ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანიის ბერძნულენოვანი სამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა ჟურნალისტ მინა კარამირუს ავტომობილი დაწვეს. კარამირუ ძირითადად კრიმინალურ შემთხვევებს აშუქებს.
„სიენენის“ ცნობით, მომხდარი სავარაუდოდ დიმიტრის კუფონტინასის საქმეს უკავშირდება. კუფონტინასი მემარცხენე ანარქისტული ორგანიზაციის წევრია. ის ციხეში იმყოფება და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. რამდენიმე დღის წინ, საბერძნეთის პროკურატურამ კუფონტინას ე.წ. შვებულებაზე უარი უთხრა.
ბევრი ჟურნალისტი პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.