ათენში პალესტინელების მხარდამჭერი აქცია იმართება. ათენის პოლიციის ცნობით, საპროტესტო აქციაში 5 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, რომლებიც გამოდიან ღაზის სექტორში პალესტინელების „ხოცვა-ჟლეტვის“ შეწყვეტის მოწოდებით.
ათენში დემონსტრანტები ისრაელს „მკვლელ სახელმწიფოს” უწოდებენ და გმობენ საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, გაერო-ს კენჭისყრაზე ღაზაში დაუყოვნებელი ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავის შეკავების გამო.
როგორც მედია წერს, საპროტესტო აქციას ესწრება პალესტინის ხელისუფლების ელჩი იუსეფ დორჩომი.
დემონსტრაციები იმართება საფრანგეთში, შვეიცარიასა და ასევე ნიუ იორკში.