ათენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ინფიცირებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„საქართველოს საელჩო და საკონსულო ათენში მუდმივ კავშირზე არიან პაციენტთან. მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა და იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ უწყებაში.