საქართველოდან დაინიშნა მორიგი ჩარტერული ფრენები ათენისა და რომის მიმართულებით. ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
23 ოქტომბერს თბილისი – ათენის მიმართულებით შესრულდება რეისი, ხოლო 25 ოქტომბერს თბილისი – რომის მიმართულებებით.
„ვიზის, მოწვევის ან ბინადრობის მქონე პირებისათვის იტალიასა და საბერძნეთში გასამგზავრებლად სავალდებულოა სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და სამოგზაურო დაზღვევის წარდგენა“, – ნათქვამია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.