საბერძნეთში, ათენის მახლობლად ტყის ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თავდაპირველად ხანძარი დილის საათებში სამ დასახლებულ პუნქტთან გაჩნდა – მარკოპოულოსთან, კარისტოსთან და კუნძულ ნაქსოსზე. მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია შეძლეს.
ნაქსოსში დაუდევრობით ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი, ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.
ამ დროისთვის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ ქოროფისა და კიტწის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლმა საცხოვრებელ კორპუსებამდე მიაღწია და რამდენიმე ეზო მოიცვა.
ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ხანძრის ზონებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.