საბერძნეთში მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის საათებში დაიხურება, ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში კი, ათობით სკოლაში სწავლა შეჩერდა
მაღალი ტემპერატურის გამო ათენის აკროპოლისი დღის განმავლობაში ხუთი საათით დაიხურება. ამავე მიზეზით ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში, ათობით სკოლაში სწავლა შეწყდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ტურისტული სეზონის პიკია, მაღალი ტემპერატურის გამო ათენში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული. ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა 43 გრადუსს მიაღწევს.
ოფიციალური უწყებები ტყის ხანძრებსაც ელოდებიან და გაძლიერებულ მზადყოფნაში არიან.