„ათასწლეულის სკოლის“ მეექვსე კლასის მოსწავლეები პირველ არხს ესტუმრნენ
„ათასწლეულის სკოლის“ მეექვსე კლასის მოსწავლეები ექსკურსიის ფარგლებში პირველ არხს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა მაუწყებლის სტუდიები და სამუშაო გარემო დაათვალიერეს, გაესაუბრნენ პირველი არხის ჟურნალისტებსა და წამყვანებს, ასევე დაესწრნენ 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, „ანასტასია და რანინას“ რეპეტიციასაც.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ექსკურსიების ფარგლებში რეგულარულად მასპინძლობს სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს, მედიის სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესების გაზრდის და მათი ინფორმირების მიზნით.