იერუსალიმში საშობაო ღვთისმსახურება ჩაატარეს. მესა აღავლინა იერუსალიმის ლათინური აღმსარებლობის პატრიარქმა.
ათასობით პილიგრიმი ბეთლემში ჩავიდა, სადაც გადმოცემის თანახმად ქრისტე იშვა.
სადღესასწაულო მსახურებას ქრისტეშობის ტაძარში ესწრებოდა პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასიც.
გადმოცემის თანახმად, ქრისტე ბეთლემში დაიბადა. ყოველ წელს ათასობით მორწმუნე მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ჩადის, რათა დღესასწაულს ბეთლემში დაესწროს.