„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე „კოვიდ-19“
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემქმნელი, პროფესორი სარა გილბერტი აცხადებს, რომ მომავალი პანდემია შესაძლოა, უფრო ლეტალური იყოს, ვიდრე „კოვიდ-19“.
„ეს კრიზისი არ არის უკანასკნელი. მართალი გითხრათ, შემდეგი ვირუსი შეიძლება, უარესი იყოს. ის, შესაძლოა, იყოს უფრო გადამდები ან უფრო ლეტალური. ამიტომ, ცოდნა, რომელიც მივიღეთ, არ უნდა დავკარგოთ“, – ამბობს სარა გილბერტი.
ამასთან, როგორც გილბერტი აცხადებს, დღეს არსებული ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებდეს კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის“ წინააღმდეგ.
პროფესორი ასევე არ გამორიცხავს, რომ მომავალში კაცობრიობამ შესაძლოა შექმნას გრიპის უნივერსალური ვაქცინა.