აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ჩატარდება
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ჩატარდება

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ჩატარდება. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

ცდას აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს და ის ვაშინგტონში ჩატარდება.

ტესტირება 45 ახალგაზრდა მოხალისეს ჩაუტარდება, მათ ვაქცინის განსხვავებულ დოზებს გაუკეთებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვაქცინით მოხალისეები კორონავირუსით ვერ დაინფიცირდებიან, რადგან ვაქცინა ვირუსს არ შეიცავს. გამოცდის მიზანია, დადასტურდეს, რომ ვაქცინას სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები არ აქვს.

ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვაქცინის სრულად შემოწმებას ერთი წლიდან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება.