აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მიღებული დოკუმენტების გამო თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის ელჩი დევიდ სეტერფილდი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
29 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების შესახებ. ამას გარდა, წარმომადგენელთა პალატამ ასევე დაამტკიცა კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქმედებების გამო სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორივე დოკუმენტის მიღება დაგმო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 1915 წლის მოვლენების შესახებ დოკუმენტს ისტორიული და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.