„ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, რესპუბლიკელი სენატორი და დასავლელი მაღალჩინოსანი აცხადებენ, რომ უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის ამერიკული იარაღი გამოიყენა, – ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესს“ რესპუბლიკელმა სენატორმა, მაიკ რაუნდსმა განუცხადა, თუმცა სენატორს არ დაუკონკრეტებია, საიდან ფლობდა ამ ინფორმაციას.
მედიის ცნობით, აღნიშნული კიდევ ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა და არ დაუსახელებია, სად განხორციელდა ამერიკული იარაღით თავდასხმა.
როგორც „ასოშიეთიდ პრესი“ წერს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინამ 1-2 ივნისს ამერიკული საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ გამოიყენა.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თანხმობით გამოიყენა.