„ასოშიეიტედ პრესი“ - რუსეთში კორონავირუსით 9 000-ზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთის 70 რეგიონში ვირუსი გამოუვლინდა 9 479 სამედიცინო მუშაკს, მათგან 70-ზე მეტი გარდაიცვალა. „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ეს ინფორმაცია მათ ადგილობრივი და რეგიონული მედიის მიერ მიწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით მოიპოვეს.
„ასოშიეიტედ პრესის“ მიერ გამოკითხული სამედიცინო მუშაკები კი მიიჩნევენ, რომ რეალურად კოვიდინფექციით გარდაცვლილი მედიკოსების რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.
დღეს რუსეთში „კოვიდ-19“ 8 849 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 317 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3 099 ადამიანი შეადგინა.