ასოცირების საბჭო - ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში
ასოცირების საბჭო - ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის მუდმივ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაჭრობისთვის დაბრკოლებების შემდგომი შემსუბუქების საქმეში და ხაზი გაუსვა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობას.

„ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ აღდგენას „კოვიდ-19“-ის კრიზისიდან და მშპ-ის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ჯანსაღი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც საშუალება მისცა, კარგად გადაეტანა უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებული შოკი. ევროკავშირმა გაიხსენა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვის ინსტრუმენტული როლი და ხაზი გაუსვა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის გარანტიის მნიშვნელობას. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა თავის მუდმივ ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვაჭრობისთვის დაბრკოლებების შემდგომი შემსუბუქების საქმეში და ხაზი გაუსვა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მნიშვნელობას. ასოცირების საბჭო მიესალმა მიღწეულ შეთანხმებას „პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაზე მუშაობის დაწყებაზე, აღიარა აქამდე მიღწეული კარგი პროგრესი „პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის“ შინაარსზე შეთანხმების მიმართულებით და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი ქმედებების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ განხორციელების გასაუმჯობესებლად“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას ხელმძღვანელობდა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი, ხოლო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.