ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ჩაგდებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ჩაგდებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ევროპარლამენტის დეპუტატები​ მარკეტა გრეგორევა და რასა იუკნევიჩიანე.

როგორც გრეგოროვა „ტვიტერზე“ წერს, დეკლარაციის ჩაგდება არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.

„დღეს ჩვენ ჩავაგდეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო შეხვედრის ფინალური განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას თქვენს ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ“,- წერს მარკეტა გრეგორევა.

 

რასა იუკნევიჩიანე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, „თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ​“.

„პარლამენტარები სხვადასვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირი/საქართველოს შეხვედრის განცხადებას. მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა არაა უმრავლესობის სამართალი“,- წერს „ტვიტერში“ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.

 

სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ​ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.