ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის ჩაგდებას ევროპარლამენტარები ეხმაურებიან
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შემაჯამებელი დოკუმენტის ჩავარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ევროპარლამენტის დეპუტატები მარკეტა გრეგორევა და რასა იუკნევიჩიანე.
როგორც გრეგოროვა „ტვიტერზე“ წერს, დეკლარაციის ჩაგდება არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის, ეს არის სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის.
„დღეს ჩვენ ჩავაგდეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის საპარლამენტო შეხვედრის ფინალური განცხადება. ეს არ არის სიგნალი ქართველი ხალხისთვის. ჩვენ განვაგრძობთ თქვენს მხარდაჭერას თქვენს ევროპულ გზაზე. ეს არის სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ ვხედავთ წინააღმდეგობებს და მათ სერიოზულად აღვიქვამთ“,- წერს მარკეტა გრეგორევა.
We voted down today a Final Statement of the parliamentary meeting between EU and Georgia. It is not a signal to the Georgian people; we keep supporting you on your European way. 🙂 It is a signal to the Georgian government, that we see the controversies and take them seriously.
— Markétka Gregorová (@MarketkaG) February 13, 2020
რასა იუკნევიჩიანე აღნიშნავს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, „თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ“.
„პარლამენტარები სხვადასვა პოლიტიკური ჯგუფებიდან მხარი არ დაუჭირეს ევროკავშირი/საქართველოს შეხვედრის განცხადებას. მე მხარს ვუჭერ დემოკრატიულ და ევროპულ საქართველოს, თუმცა არა სასამართლოების გამოყენებას ოპოზიციის წინააღმდეგ. კანონის უზენაესობა არაა უმრავლესობის სამართალი“,- წერს „ტვიტერში“ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე.
MEP’s from different political groups voted down a Statement of the EU/GEO meeting. I support democratic and european Georgia, but not the use of courts against opposition. Rule of law is not a law of majority. https://t.co/oLytNnmbDn
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) February 13, 2020
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ.