ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ბჟანიას პრესსამსახური ავრცელებს.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს „კოვიდ-19“-ის მსუბუქი ფორმა აქვს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია თვითიზოლაციაში იმყოფება.