ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა

17:46, 22.11.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში ჩავიდა.

მარიონეტული რეჟიმის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანია შეხვედრებს გამართავს რუსეთის სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიასთან ერთად რუსეთში იმყოფება ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე თემურ ახიბა.

მსგავსი