აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს
საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარეობს. ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ელჩებთან ერთად შეხვედრას მართავენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ვადამდელ არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
მმართველი პარტიიდან მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, რომელსაც შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, დავით მათიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, რომლებიც არ გადაიკვეთება. მისივე თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ, ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ არა ქუჩაში, არამედ პარლამენტის სხდომათა დარბაზში და კომიტეტებზე, როგორც ეს რეგლამენტითა და კონსტიტუციით არის გათვალისწინებული.