ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა. მაიკ პენსმა გამგზავრებამდე განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიზანია, მსოფლიოს ერთ-ერთ ურთულეს რეგიონში ვითარება დასტაბილურდეს.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტს გამწვავება ემუქრება, რაც აშშ-ის ინტერესებში არ შედის.
მაიკ პენსი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და პალესტინის ავტონომიურ ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. მისი მიზანია 70-წლიანი კონფლიქტი დარეგულირდეს.