აშშ უკრაინისთვის 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს
აშშ უკრაინას 1,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამერიკული მედია ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს და თვითმფრინავებს, ასევე არტილერიას, რაკეტებს და სხვა საშუალებებს.
დახმარების პაკეტის შესახებ ვაშინგტონი დღეს გამოაცხადებს. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) ფარგლებში გამოიყოფა, რაც ნიშნავს, რომ ეს თანხა უკრაინის მომავალი უსაფრთხოების საჭიროებების უზრუნველსაყოფად გრძელვადიან პერიოდში დაიხარჯება.
აშშ-მა უკრაინას ომის დაწყებიდან თითქმის 37 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.