აშშ უკრაინას ირანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს
აშშ უკრაინას ირანში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ირანში სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფასთან დაკავშირებით დახმარებას სთავაზობს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.

ამერიკის შეერთებული შტატები უსამძიმრებს ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს აღნიშნულ ინციდენტზე ყურადღებით დაკვირვებას და მზად არის, შესთავაზოს უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება. აშშ მოუწოდებს კატასტროფის მიზეზის გამოძიებასთან სრული თანამშრომლობისკენ“, – ნათქვამია მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების სამგზავრო ბოინგი თეირანის აეროპორტთან დღეს ჩამოვარდა, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა.