აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს
აშშ უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს. თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე დაავალა სახელმწიფო დეპარტამენტს აღნიშნული დახმარების უზრუნველყოფა, რომელიც ითვალისწინებს შეიარაღებას, საბრძოლო მასალებსა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების აღჭურვილობას.
ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების მოცულობა 20 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.
„ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას, ვიდრე საჭიროა, რათა მან შეძლოს, დაიცვას საკუთარი თავი და როდესაც ამის დრო დადგება, ძლიერი პოზიციით იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.