აშშ-თურქეთის შეთანხმებით მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპირო ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა 30 დღეში უნდა დატოვონ
აშშ-თურქეთის შეთანხმებით მდინარე ევფრატის დასავლეთ სანაპირო ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა 30 დღეში უნდა დატოვონ

სირიის ქალაქ მანბიჯზე აშშ-თურქეთის შეთანხმება სამფაზიან გეგმას ითვალისწინებს. შეთანხმება 4 ივნისს უნდა ამოქმედდეს.

გეგმის თანახმად, მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე მყოფმა ქურთულმა სამხედრო ჯგუფებმა ტერიტორია 30 დღეში უნდა დატოვონ.

საბოლოო შეთანხმების შესახებ 4 ივნისს ვაშინგტონში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

გეგმის მეორე ფაზის ფარგლებში, 4 ივნისის შემდეგ 45 დღეში, მანბიჯში ამერიკელი და თურქი სამხედროები ერთობლივ ინსპექტირებას დაიწყებენ. მესამე ფაზა 4 ივნისის შემდეგ 60 დღეში ადგილობრივი ადმინისტრაციის ფორმირებას გულისხმობს.