ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი მოულოდნელი ვიზიტით ავღანეთში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო reuters-ი ავრცელებს.
მეტისს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიის ახალ მეთაურ ოსტინ სკოტ მილერთან.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა „თალიბანთან“ მოლაპარაკებაში მიღწეული პროგრესი იქნება.
ავღანეთში ეს ჯეიმს მეტისის რიგით მეოთხე ვიზიტია.